საიტის ძებნა

რა არის Varian, TrueBeam სისტემა?

Varian - არის სამედიცინო სისტემების მოწინავე რადიოთერაპიული დანადგარი. ეს მოწყობილობა განკუთვნილია მხოლოდ სიმსივნეზე დასხივებისთვის, წერტილოვანი სიზუსტითა და დიდი მგრძნობელობით. მოძრაობაში სიმსისვნის  მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღებით, ის განაპირობებს უზუსტესი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას. სწრაფი თერაპიის ჩატარების თავისებურების გამო, ფილტვების, ღვიძლის, თავ-კისრის, პროსტატის კიბოს მკურნალობაში, ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

რატომ ურჩევენ პაციენტს TrueBeam თერაპიას?

რადიოლოგ-ონკოლოგი შეიძლება ითვალისწინებდეს TrueBeam- ით პაციენტის მკურნალობის რამდენიმე მიზეზს. უპირველეს ყოვლისა, ამ ტექნოლოგიით შეიძლება კიბოს მრავალი სახეობის მკურნალობა. ამასთანავე, TrueBeam ძალიან სწრაფია. მას შეუძლია შეამციროს მკურნალობის დრო 10-30 წუთიდან - 2 წუთამდე. მკურნალობის შემცირებული დრო, განაპირობებს სიმსივნის მოძრაობის შემცირებას და ამდენად, ჯანმრთელი ქსოვილის დაცვა, მაქსიმალურად იზრდება. TrueBeam სისტემის მგრძნობელობა 1 მმ. ნაკლებია. არსებობს რესპირატორულ-გადაადგილებული ფილტვის და ღვიძლის სიმსივნეების ამ თერაპიით პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა.

რას გრძნობს პაციენტი TrueBeam თერაპიის პროცედურის დროს? იქნება თუ არა ის რადიოაქტიური, პროცედურის დამთავრების შემდეგ?

მკურნალობის პროცესში, პაციენტი არაფერს არ გრძნობს. TrueBeam რადიოთერაპია მეტისმეტად სწრაფია და ამდენად, კომფორტულია პაციენტისთვის. გარეგანი რადიოთერაპიის პროცედურის შემდეგ, პაციენტები არ არიან რადიოაქტიურები და მათ არ სჭირდებათ თავი შორს დაიჭირონ ახლობლებისგან.

ღვიძავს თუ არა პაციენტს TrueBeam თერაპიის დროს?

TrueBeam-ით რადიოთერაპიის პროცედურის დროს, პაციენტს მხოლოდ უმოძრაოდ წოლა ევალება. ამდენად, არ არსებობს პაციენტის ანესთეზირების საჭიროება, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებს ის დასჭირდებათ.

უსაფრთხოა თუ არა TrueBeam თერაპია?

დიახ, ეს თერაპია უსაფრთხოა. იმდენად, რამდენადაც ეს არის არაინტერვენციული მკურნალობის მეთოდი, ის გართულებები, რაც ახლავს ღია ქირურგიულ ოპერაციას, ამ შემთხვევაში თავიდან აცილებულია.

როგორ ტარდება TrueBeam რდაიოთერაპია?

მოქმედებს სტანდარტული რადიოთერაპიის  წესები, მაგრამ პროცედურის დროის 5-ჯერ შემცირებით, ეს თერაპია ბევრად უფრო მოსახერხებელია პაციენტისთვის. ვიზუალიზაციის კოორდინაციითა და სისწრაფით, ჯანმრთელი ქსოვილის დაცვის მეტი შესაძლებლობით, გვერდითი მოვლენების შემცირებით, მაღლდება მკურნალობის ეფექტურობა  და რეგულირდება სიმსივნის მკურნალობის ინტენსივობა.

მოქმედებს თუ არა TrueBeam თერაპია ყოველდღიურ ცხოვრებაზე?

Truebeam თერაპიის პროცესში, პაციენტს შეუძლია იცხოვროს თავისი ყოველდღიურობით. ამ დროს რაიმე აკრძალვას ადგილი არა აქვს.

შეიძლება თუ არა TrueBeam-ის თერაპიის ყველა ასაკის პაციენტისთვის გამოყენება?

ამ თერაპიის ჩატარება შეიძლება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, განსაკუთრებით მომგებიანია იმ ხანდაზმული პაციენტებისთვის, ვისთვისაც  ანესტეზია პრობლემას წარმოადგენს.

როგორია TrueBeam რადიოთერაპიის გვერდითი მოვლენები?

მხოლოდ სამკურნალო უბანზე ზემოქმედების გამო, მთელი სხეული არ გრძნობს თანმდევ მოვლენებს. გვერდითი მოვლენები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ უბანზე ხდება დასხივება. ეს მოვლენები, ყველა პაციენტში,  სხვადასხვაგვარად ვლინდება და ამის შესახებ ექიმი წინასწარ ახდენს პაციენტის ინფორმირებას.

ჩნდება თუ არა დამწვრობა TrueBeam დანადგარით მკურნალობის დროს?

TrueBeam დანადგარით მიწოდებული რადიაციის დაბალი დოზის გამო, კანის დამწვრობის საფრთხე მინიმუმამდეა დაყავნილი.

რით განსხვავდება TrueBeam-ის დანადგარი რადიოთერაპიის სხვა მოწყობილობებისგან?

ძირითადი პოზიტიური განსვხავება სხვა მოწყობილობებისგან არის მისი კომფორტულობა, სისწრაფე, წერტილოვანი სიზუსტე და მაღალი მგრძნობელობა. ის მიზანშეწონილია ძალიან ნაზი წერტილებისა და სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების მკურნალობისას. რადიოთერაპიის პროცედურა, მთლიანი დოზის მიწოდების შემთხვევასიც კი, ჯანმრთელი ქსოვილის დაცვით ტარდება.